შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვოვა მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1926 წელს. დიდი სამამულო ომის წლებში ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმში თანამშრომლობდა ქართულ საფრონტო გაზეთებში. იყო ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი (1948-დან), სკკპ ისტორიის კათედრის გამგე (1948-1950წწ). კინემატოგრაფიის მინისტრი, კინოსტუდიის დირექტორი და სხვა. პირველი წერილი 1924 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ტანა-ტუვაში" 1928 წელს (თანაავტორი ს. ტრეტიაკოვი). ავტორია მონოგრაფიისა "მარქსისტულ-ლენინური პროგრამის გამომუშავების ისტორიიდან" (1960), მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებისა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956). ცნობილი ქართველი მსახიობის შურა (ალექსანდრა) თოიძის მეუღლე და ენათმეცნიერ მაია მაჭავარიანის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.514; pia.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 607 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |