შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ფეტვიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1959 წელს. 1963-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტში; 1965-1993წწ. - ი. კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინსტიტუტში (მოსკოვი); რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ბ. კადომცევთან ერთად გამოიკვლია სუსტი დისპერსიის მქონე გარემოში ორგანზომილებიანი არაწრფივი ტალღები და გამოიყვანა ერთ-ერთი ძირითადი განტოლება (კადომცევ-ფეტვიაშვილის განტოლება). ფუნდამენტური გამოკვლევები აქვს სოლიტონებისა და გრიგალების ფიზიკის დარგში; პლაზმაში მიმდინარე არაწრფივ მოვლენათა თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1979). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.868 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |