The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ფეტვიაშვილი

რუსუდან ფეტვიაშვილი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1991 წელს.

ხატვა ადრე დაიწყო; 6 წლისას თბილისში I პერსონალური გამოფენა ჰქონდა. ნამუშევრები: დაზგური გრაფიკა - "დარბევა" (1982), "ხომალდი" (1982), "საქართველო" (1991-1992), "მზიანი დღე" (1994), "მზე" (1996) და სხვა; წიგნისგრაფიკა და ილუსტრაცია - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", "ქართული ხალხური ზღაპრები" (ორივე - მოსკოვ-პარიზის გამოცემა, 1991), ფირდოუსის "შაჰნამე" (თბ., 1990); მოხატა თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრის ფოიეს კედელი (1986), შეასრულა მინიატურები სამების საკათედრო ტაძრის ხელნაწერი სახარებისათვის (1998-2001); პერსონალური გამოფენები - თბილისი (1974, 1982, 1994, 1999), მოსკოვი (1975, 1981, 1984), მადრიდი (1985), ვენა (1986), ლონდონი (1988), საკრამენტო (1996, 2000) და სხვა; ნამუშევრები დაცულია თბილისის ბავშვთა სურათების გალერეაში, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონის, მოსკოვის, თბილისის კერძო კოლექციებში; 1999 თბილისში გაიხსნა "რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეა" (მისამართი: დავით აღმაშენებლის პრ., 103); რუსუდან ფეტვიაშვილი შესულია მე-XX საუკუნის ორი ათას გამოჩენილ პიროვნებათა შორის. წიგნი გამოიცა კემბრიჯის ბიოგრაფიულ ცენტრში; სენტ იორში საგანგებო პრეს-კონფერენცია მიეძღვნა რუსუდან ფეტვიაშვილის ფენომენალურ მხატვრობას; გრაფიკოსი, ფერმწერი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.868; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 180-181


გააზიარე: