შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელი პეტერბურგში 1910 წელს; ქალაქ გატჩინის ჰაერ - სანაოსნო სკოლა 1914 წელს. I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე. 1921-1928 წწ. იყო ამიერკავკასიის სამხედრო ავიაციის ერთერთი მეთაური. სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის (1928) შემდეგ, ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. რუსულ-ქართული საავიაციო ლექსიკონის (1945) თანაავტორი. საქართველოში სამოქალაქო ავიაციის ორგანიზატორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.514; nobility.pro; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 608-609 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |