The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მაჭავარიანი

მიხეილ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1888
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 1973  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მფრინავი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელი პეტერბურგში 1910 წელს; ქალაქ გატჩინის ჰაერ - სანაოსნო სკოლა 1914 წელს.

I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე. 1921-1928 წწ. იყო ამიერკავკასიის სამხედრო ავიაციის ერთერთი მეთაური. სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის (1928) შემდეგ, ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. რუსულ-ქართული საავიაციო ლექსიკონის (1945) თანაავტორი. საქართველოში სამოქალაქო ავიაციის ორგანიზატორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.514; http://nobility.pro/statia/101-machavariani-mikheil-sergos-dze

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: