The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ზურაბიშვილი

ივანე ზურაბიშვილი
Other name:დარბაისელი  (Pseudonym)
ვინ-ზენ  (Pseudonym)
ზ-ლი  (Pseudonym)
ჟანზეტ  (Pseudonym)
Date of birth:26 January, 1872
Date of death:14 June, 1940  (at 68 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Translator, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1891 წელს, 1895 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში, დაქორწინდა ნიკო ნიკოლაძის ასულ ნინოზე. 1896 წლიდან თბილისშია. მუშაობდა კერძო იურიდიულ ფირმაში, 1908–1919 წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტი. ეწეოდა პუბლიცისტურ და მთარგმნელობით მოღვაწეობას, აქვეყნებდა ნოველებს, ესკიზებს, რუსულად თარგმნა დავით კლდიაშვილის, ვაჟა-ფშაველას მოთხრობები. იბეჭდებოდა გაზეთებში: "ივერია", "ცნობის ფურცელი"; ჟურნალებში: "მოამბე", "ერი"; რუსულ პრესაში: "ნოვოე ობოზრენიე", "ვოზროჟდენიე". თარგმნიდა ა. ფრანსის, გი დე მოპასანის, ა. დოდეს, შ. ბოდლერის, ჰ. სენკევიჩისა და სხვ. ნაწარმოებებს. 1907 წელს გაზეთ "ამირანში" (№84–124) დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი იაპონელი მწერლის კენძირო ტოკუტომის ვრცელი რომანი "ნამიკო". ივანე ზურაბიშვილი მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული სათავადაზნაურო სკოლის დამხმარე კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოებების მუშაობაში. XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული საზოგადოების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, დაეფუძნებინა ეროვნული მიმართულების მოძრაობა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. საადგილმამულო ბანკში მოწვეულმა კრებამ მოძრაობის პოლიტიკურ ხელმძღვანელად ივანე ზურაბიშვილი აირჩია. 1905 წლის რევოლუციისა და მომდევნო რეაქციის ხანაში მოძრაობა პარტიად ვერ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, 1918 წელს დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის წევრიც იყო ივანე ზურაბიშვილი იმავე წელს იგი ედპ-ის ცკ-ის წევრად აირჩიეს, შემდეგ კი საქართველოს სენატის წევრად. 1921 წელს ივანე ზურაბიშვილი საკათოლიკოსო საბჭოს მრჩეველია. 1921 წელს იგი ცოლ-შვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, თავდაპირველად სტამბოლში, შემდეგ კი  პარიზში დასახლდა. ბეჭდავდა წერილებს ემიგრანტულ პრესაში ფსევდონიმებით: "ვინ-ზენ", "ზ-ლი", "ჟანზეტ", "დარბაისელი". 1936 წელს გამოაქვეყნა წიგნი "საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა"; 1962 წელს კი პარიზში, დაბეჭდა მოგონებათა წიგნი "კარგ ქართველთა ხსოვნისათვის", რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო. ნაშრომს მაღალი შეფასება მისცა გრიგოლ რობაქიძემ. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე(პარიზის მახლობლად). საზოგადო მოღვაწე. ლიტერატორი. 

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.402

Bibliography


Share: