შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი უსტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1939-1949წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის, ხოლო 1946-1954წწ. სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. 1954-1974წწ. და 1976 წლიდან განაგებდა ამავე ინსტიტუტის პედიატრიის, სანიტარული ჰიგიენისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტების მეან-გინოკოლოგიის კათედრას. შეისწავლიდა პლაცენტის ჰორმონალურ მოქმედებას, რეზუს-ფაქტორს. შემოიღო ორსულობის ადრეული დიაგნოსტიკის ახალი სინჯი; მუშაობდა სამეანო-გინეკოლოგიის ტერმინოლოგიის საკითხებზე. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1939). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.186 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |