The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნეოფიტე აგლაძე

დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1956  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ამბროლაურის რაიონი.

1887 წლიდან სწავლობდა თბილისში იტალიელი ოსტატის ანდრეოლეტის სახელოსნოში.

1912 წელს გახსნა საკუთარი სახელოსნო; 1945-1953წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის (ქვის კვეთა) და სამხატვრო-სამშენებლო სახელოსნო სასწავლებლის (ამჟამად თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი) პედაგოგი; მუშაობდა ვლადიმერ, ნიკო და ლავრენტი აგლაძეებთან ერთად; მონაწილეობდა ქაშვეთის ტაძრის, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის და სხვა არქიტექტურულ ნაგებობათა მხატვრულ გაფორმებაში; შეაკეთა სვეტიცხოვლის კარნიზები და ქვის სახურავი; ქვაში გამოკვეთა ქართველ მოქანდაკეთა მრავალი სკულპტურული ნამუშევარი; ხელი შეუწყო ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრული ჩუქურთმის გაცოცხლებას თანამედროვე ეროვნულ არქიტექტურაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 59, თბ., 1975



გააზიარე: