The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ აგლაძე

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1959  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ამბროლაურის რაიონი.

სწავლობდა თბილისში იტალიელ ოსტატ ანდრეოლეტის სახელოსნოში.

1906 წელს დააარსა ქვაზე მომუშავეთა პროფესიული ორგანიზაცია; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა მშენებელთა კავშირის თავმჯდომარედ, სააქციო სამშენებლო საზოგადოების თავმჯდომარედ და სხვა. მონაწილეობდა თბილისში საქართველოს მთავრობის სახლის, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, ქალაქის ვაგზლის, "საქნახშირის" ადმინისტრაციული სახლის, მეტეხის ახალი ხიდის და სხვა მხატვრულ გაფორმებაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 58, თბ., 1975


გააზიარე: