The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ თადუმაძე

დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხუნჯულაური, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს.

1973–2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში. 1992 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი. თამაზ თადუმაძის სამეცნიერო კვლევების მიმართულებებია: ოპტიმალურობის აუცილებელი პირობები, არსებობის თეორემები, მიახლოებითი მეთოდები ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებების შემცველი ოპტიმალური მართვის ამოცანებისათვის; კოშის ამოცანის კორექტულობა, ამონახსნის ვარიაციის ფორმულები და შებრუნებული ამოცანები ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისათვის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985). პროფესორი (1996).

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.420

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • უმაღლესი მათემატიკა = Advanced mathematics : ლექციების კურსი ქიმიის, ბიოლოგიისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებისათვის (რედაქტორი) // ნაწ. 2 : დიფერენციალური მოდელები. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 128გვ.. - ISBN: 978-9941-13-130-1

გააზიარე: