The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ თავართქილაძე

მალხაზ თავართქილაძე
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1983 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", 1983–1998 წლებში ცეკავშირის საწარმოო გაერთიანება "საქკოოპდიზაინ რეკლამის" დირექტორად. მონაწილეობდა საქართველოს პოლიტექნკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში (ხელმძღვ. ს. ტუღუში) და ვაჟთა კაპელაში (ხელმძღვ. ი. კუბლაშვილი), ხოლო 1971 წლიდან ვოკალურ-საკრავიერ ტრიოში (მ. თავართქილაძე, დ. აბესაძე, თ. სეფერთელაძე). 1973 წლიდან ანსამბლს ეწოდა "ცისფერი ტრიო". მალხაზ თავართქილაძის შესრულება აღინიშნება უშუალობით, ემოციურობით, მაღალი პროფესიონალიზმით. ლამაზი ჟღერადობის ხმა მას საშუალებას აძლევს საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულოს ბანის პარტიები ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებში (ნ. დუღაშვილის "ღმერთი სიყვარულისა", "იმერეთის ნიავო"; ე. ჭელიძის "ლურჯი აპრილი"; თ. ცაგურიას "ზამთარი"; ი. ბობოხიძის "თოვლი"; ო. რამიშვილის "ერთი ქუჩა" და სხვ.). მან არაერთი სიმღერა გადაამუშავა ტრიოსათვის. ანსამბლთან ერთად შემოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის აშშ, კანადა, ინგლისი, მექსიკა, იაპონია და სხვ. აღსანიშნავია მალხაზ თავართქილაძის, როგორც არქიტექტორის, მოღვაწეობა. მისი პროექტით აშენდა არაერთი შენობა-ნაგებობა. ბავშვთა პანსიონატი დაბა ლესელიძეში (1978), ბავშვთა დასასვენებელი სახლი ქობულეთში (1980)–ორივე არქიტექტორ ლ. ლორთქიფანიძესთან ერთად. სასტუმრო "დიდველი" ბაკურიანში (2004); სწრაფი კვების კაფე "ნიკალა" (2002–2010, თბილისი გამსახურდიას გამზირი) და სხვ. მომღერალი (ბანი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.424; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.208

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: