The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისია ჩოლოყაშვილი

დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1993 წელს.

 1994 წლიდან არის ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიის საბალეტო დასისი სოლისტი; 2000 წელს დააარსა საბალეტო სტუდია "რევერანსი"(5–10 წლისა ასაკის ბავშვებისათვის), სადაც ასწავლიდნენ კლასიკურ, სახასიათო, ფოლკლორულ ცეკვებს; პარალელურად თანამშრომლობდა დრამატულ თეატრში "სარდაფი", სადაც დადგა საცეკვაო სცენები სპექტაკლისათვის, ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"; რეპერტუარი: ლიზა(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), ჩელიტა, ჰამზათი(მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), ტანია(მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი"), მარია, პა–დე–ტრუა, პატარა გედი(ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი", "გედების ტბა"), სოლო(ვერჯინალური ცეკვები), სოლო(ბალანჩინი "სერენადა"), მუზა(სტრავინსკი–ბალანჩინი "აპოლონ მუსაგეტი"), სოლო(გრანტი "ვესტერნ–სიმფონია"), სოლო(ი. შტრაუსი–კოილე "გაზაფხულის ხმები"), სოლო("მოცარტიანა"), სოლო(რატმანსკი "სიზმრები იაპონიაზე"), ელენე(მენდელსონი–მაკინტაიერი "ზაფხულის ღამის სიზმარი"), სოლო("ცასა და დედამიწას შორის"), სოლო("ყვავილთა ზეიმი"), სოლო("საგალობელი"); დადგმები, მათ შორის: "სიბრძნე სიცრუისა"(1977); გასტროლები: შოტლანდია, იაპონია, აშშ, ინგლისი, ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი(საბალეტო დასთან ერთად); ბალეტის მოცეკვავე, დამდგმელი ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 536


გააზიარე: