Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიული ჩოხელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედი" 1952 წელს. 1952 წლიდან იყო თბილისის ფილარმონიის ვოკალურ–ინსტრუმენტული ტრიოს წევრი; 1955 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1959–1960წწ. ო. ლუნდსტრემის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1961 წლიდან გამოდიოდა სოლო კონცერტებით ინსტრუმენტულ ანსამბლ "Веселые тромбоны" და ჯაზ–ორკესტრ "ჩანგთან" ერთად; საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთ–ერთი წამყვანი ჯაზის მომღერალი; რ. ლაღიძის სიმღერის "თბილისო" ერთ–ერთი პირველი შემსრულებელი; რეპერტუარი: ქართველი კომპოზიტორების მრავალი საესტრადო სიმღერა, აგრეთვე მ. ტარივერდიევის "მუსიკა", კაჟლაევის "ყვითელი ფოთლები"–ს პირველი შემსრულებელი; გასტროლები: სსრკ, ევროპის სოციალისტური ქვეყნები; გადაღებულია დოკუმენტურ კინოფილმში "მღერის გიული ჩოხელი" (1980). არის სოპოტის საესტრადო სიმღერის ფესტივალის გამარჯვებული (1967), ტალინის საერთაშორისო ჯაზური ფესტივალის I პრემიის (1967), პრაღის საერთაშორისო ჯაზური ფესტივალის I პრემიისა და მოსკოვის საერთაშორისო ჯაზური ფესტივალის I პრემიის მფლობელი. მუსიკალური კომედიის თეატრის მომღერლის ე. ჩოხელის ქალიშვილი; 2015 წელს გაიხსნა მისი ვარსკვლავი თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ; საესტრადო, ჯაზის მომღერალი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 537 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |