შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ფალავანდიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში რომელიც დაამთავრა 1841 წელს. პეტერბურგში იგი დაუახლოვდა მ. ბროსეს და დ. ჩუბინაშვილს, მათთან ერთად დაბეჭდა ვეფხისტყაოსანი (მეორე გამოცემა). ზრუნავდა ამ წიგნის ხელმოწერით გავრცელებაზე. დაახლოებული იყო პლ. იოსელიანთან, თანამშრომლობდა მასთან გაზეთ "ზაკავაზსკი ვესტნიპის" რედაქციაში, თარგმნიდა გაზეთს ქართულ ენაზე (გამოდიოდა სახელწოდებით "კავკასიის მხარეთა უწყებანი"). იყო თბილისში საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. მწიგნობარი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.214
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |