The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ფალავანდიშვილი

ზაქარია ფალავანდიშვილი
დაბადების თარიღი:1818
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1845  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში რომელიც დაამთავრა 1841 წელს.

პეტერბურგში იგი დაუახლოვდა მ. ბროსეს და დ. ჩუბინაშვილს, მათთან ერთად დაბეჭდა ვეფხისტყაოსანი (მეორე გამოცემა). ზრუნავდა ამ წიგნის ხელმოწერით გავრცელებაზე. დაახლოებული იყო პლ. იოსელიანთან, თანამშრომლობდა მასთან გაზეთ "ზაკავაზსკი ვესტნიპის" რედაქციაში, თარგმნიდა გაზეთს ქართულ ენაზე (გამოდიოდა სახელწოდებით "კავკასიის მხარეთა უწყებანი"). იყო თბილისში საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. მწიგნობარი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.214


გააზიარე: