შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კამალოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1924 წელს. მუშაობდა თბილისში პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 1930-1953 წლებში ჰელმინთოლოგიის განყოფილების გამგედ; 1953- 1963 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეპიდემიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრას, ხოლო 1962 წლიდან კლინიკური ლაბორატორიის დიაგნოსტიკის კათედრის გამგე იყო. ნ. კამალოვი სწავლობდა ანკილოსტომიდოზს, პაპატაჩისა და ლეიშმანიოზის გადამტანების საკითხებს; შეიმუშავა ამებიაზის, ლამბლიოზისა და ჰიპოქრომული ანემიის მკურნალობის მეთოდები. პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1946). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 343 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |