The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კამალოვი

დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1897
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 1986  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1924 წელს.

მუშაობდა თბილისში პარაზიტოლოგიისა  და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 1930-1953 წლებში ჰელმინთოლოგიის განყოფილების გამგედ;  1953- 1963 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეპიდემიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრას, ხოლო 1962 წლიდან კლინიკური ლაბორატორიის დიაგნოსტიკის კათედრის გამგე იყო. ნ. კამალოვი სწავლობდა ანკილოსტომიდოზს, პაპატაჩისა და ლეიშმანიოზის გადამტანების საკითხებს; შეიმუშავა ამებიაზის, ლამბლიოზისა და ჰიპოქრომული ანემიის მკურნალობის მეთოდები. პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1946).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 343

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: