The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მესტიაშვილი

გიორგი მესტიაშვილი
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1968  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1924 წელს.

1938-1968წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის გამგე; 1943 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი კლინიკური საავადმყოფო, რომლის მთავარი ექიმი თვითონ იყო (1950 წლამდე); შეისწავლიდა ფილტვის კავერნის ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას; ტუბერკულოზისა და მალარიის ურთიერთგავლენას; ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობას ხელოვნური პნევმოთორაქსით; პირველად საქართველოში შეისწავლა ტუბერკულოზის მიკრობაქტერიების წამლების მიმართ რეზისტენტობის ბიოლოგიური თვისებები; ტუბერკულოზური პროცესის ადრეული გამოვლინებანი; შემოიღო "მანტუს გრადუირებული სინჯის" მეთოდი და სხვა; შეადგინა სახელმძღვანელო "ტუბერკულოზი" (1949); ფთიზიატრი, მეცნიერული და პრაქტიკული ფთიზიატრიის ერთ-რთი ფუძემდებელი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.870

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფთიზიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, დამაარსებელი (1949-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: