The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაშა მესხია

იაშა მესხია
Legal name:იაკობ მესხია
Date of birth:December, 1946
Date of death:2016  (at 69 years)
Category:Economist, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

1972-1985წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1985-1990წწ. იყო სსრკ სტატსახკომის აღრისხვისა და სტატისტიკის დარგთაშორისი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, 1990 წელს - კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკის ეკონომიკის ინსტიტუტის, 1991 წელს - საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ეკონომიკის და ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992 წლიდან კი მისი ინიციატივით დაარსებული ფინანსებისა და სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (რომელიც 1996 წლიდან გარდაიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ფინანსთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად) დირექტორი. 2004-2005 წწ. ჟურნალ "გადასახადების", მთავარი რედაქტორი; 2005-2006 წწ. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2006-2007 წწ. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; თბილისის საფინანსო-ეკონომიკური აკადემიის რექტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე. ინჟინერ-ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1987).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.872; iverioni.com.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.188; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.233

Member of Organizations

  • ეგრისის სამეცნიერო აკადემია, წევრი (1996-)
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-)
  • საქართველოს ეკონომიური მეცნიერების აკადემია, ერთ-ერთი დამაარსებელი, ვიცე-პრეზიდენტი (1995-)

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია , მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - '' მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები''.
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1976 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Bibliography


Share: