შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(სავიოლინო). 1979–1981წწ. სწავლობდა მოსკოვის გნესინების სახელობის ინსტიტუტში(ასპირანტურა) კვარტეტისა და კამერული ანსამბლის კლასში; 1974–1979წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში; 1980 წლიდან იყო საქართველოს რადიოკომიტეტის სიმებიანი კვარტეტის წევრი(I ვიოლინო); ქართული რეპერტუარი: რ. ქარუხნიშვილი "მუსიკა" ქალთა გუნდისა და ვიოლინოსათვის(1988), ვ. აზარაშვილი სიმებიანი კვარტეტი N1(1988), კ. ცაბაძე სიმებიანი კვარტეტი(1988), ნ. გუდიაშვილი სიმებიანი კვარტეტი და კვინტეტი(გამოიცა CD), ა. შავერზაშვილი "ჩეხური კვარტეტი" ბარიტონთან ერთად, კვარტეტი N3, ს. ცინცაძე კვარტეტი N11(1988–1989წწ., მიძღვნილი საქტელერადიო კვარტეტისადმი), ვ. აზარაშვილი საკვარტეტო მინიატურა "მშობლიური მხარის ექო"(1980–1990წწ., პირველი შესრულება), თ. შავლოხაშვილი საფორტეპიანო ტრიო; სხვა რეპერტუარი: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ბარტოკი, პროკოფიევი, შესტაკოვიჩი(1980, IX კვარტეტი, პირველი შესრულება); მევიოლინე, კვარტეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 540 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |