The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ ფირცხალავა

სამსონ ფირცხალავა
სხვა სახელი:კალამი  (ფსევდონიმი)
სანვინი  (ფსევდონიმი)
სიტყვა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1872
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1952  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი,  ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1898 წელს.

1901-1902წწ. მუშაობდა გაზეთ "ივერიის" რედაქციაში; იყო საქართველოს სოციალ ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და ლიდერი; გაზეთ "გლეხის" ერთ-ერთი დამაარსებელი და ფაქტობრივი რედაქტორი (1906);  1910 წელს გადაასახლეს ქ. ტვერში, საიდანაც 1913 წელს დაბრუნდა; ხელმძღვანელობდა გაზეთ "სახალხო საქმეს" (1917-1921); 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს; ავტორია ისტორიული თხზულებებისა, თანაავტორი კრებულისა "ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება" (1907); 1921 წლის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, სადაც განაგრძობდა პუბლიცისტურ და პოლიტიკურ საქმიანობას; შემდეგ პოლიტიკურ სარბიელს ჩამოსცილდა; 1948 წელს სამშობლოში დაბრუნდა; 1951 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა, როგორც საბჭოთა სისტემისთვის "მავნე ელემენტი"; იმავე წლის 25 დეკემბერს გადაასახლეს შუა აზიაში, სადაც გარდაიცვალა. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.873

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი სოციალ-ფედერალისტური ფრაქციიდან (1919-)
  • საქართველოს ეროვნული კრება, წევრი (1917-)
  • ქართველთ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მდივანი, საქმეთა მმართველი (1902-1910)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: