Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სანდრო მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვა, ოზურგეთის რაიონი. მონაწილეობდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციაში პეტროგრადში. 1918 წელს არალეგალურ მუშაობას ეწეოდა სამეგრელოში. ა. გეგეჭკორთან, შ. ასკურავასთან და სხვებთან ერთად მოამზადა და ხელმძღვანელობდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ სენაკის მაზრის მშრომელთა აჯანყებას. 1919 წლის ოქტომბრის დასასრულს მოსკოვში გაიწვიეს, საიდანაც საბრძოლო დავალებით გაგზავნეს ბაქოში. იქ დააპატიმრეს, მალე პატიმრობიდან გაიქცა და საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მენშევიკებმა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც კვლავ გაიქცა სხვა პატიმრებთან ერთად (1920 წ. თებ.). 1920 წლის გაზაფხულიდან არალეგალურ მუშაობას ეწეოდა მენშევიკური არმიის ჯარისკაცთა შორის. სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა 1920 წლის 2 მაისს ბოლშევიკების გამოსვლას თბილისში. რკპ(ბ) კავბიუროს დავალებით იგი მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში თეთრგვარდიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც დაიღუპა კიდეც ერთ-ერთი შეტაკების დროს. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და კავკასიაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.516 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |