The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინა სმოლნიაკოვა-მახარაძე

ნინა სმოლნიაკოვა-მახარაძე
Legal name:ნინა სმოლნიაკოვა
Date of birth:12 June, 1882
Date of death:7 December, 1951  (at 69 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

1908 წელს გადასახლებაში გაჰყვა მეუღლეს ფილიპე მახარაძეს ასტრახანში და აქტიური რევოლუციური მუშაობა გაშალა პოლიტიკურ გადასახლებულთა შორის. გადასახლების შემდეგ მახარაძეების ბინა ჯერ დონბასში, შემდეგ ბაქოში ბოლშევიკების შეხვედრის ადგილად იქცა. საქართველოში მენშევიკების ბატონობის დროს იგი აქტიურ პარტიულ ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა. 1918 წლიდან ვლადიკავკაზის (ახლ. ორჯონიკიძის) სახკომსაბჭოს საქმეთა მმართველი იყო. შემდეგ კვლავ საქართველოში ცხოვრობდა და ხელმძღვანელობდა საქართველოს რაიონების მომარაგებას არალეგალური ბოლშევიკური ლიტერატურით. იგი არაერთხელ დააპატიმრა მენშევიკურმა მთავრობამ. 1921 წლიდან სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაოზე იყო: საქართველოს სსრ განსახკომის ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე, განსახკომთან არსებული საბავშვო სახლების სამმართველოს უფროსი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართელოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.516

Member of Organizations

  • საქართველოს სსრ ცაკი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1918-)

Share: