The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ჩხიკვაძე

ზაქარია ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1862
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1930  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სემინარია 1884 წელს(საგუნდო სიმღერა, მუსიკის თეორია).

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თელავში(საგუნდო სიმღერა, ქართული ლიტერატურა); აგროვებდა ხალხურ სიმღერებს, საგალობლებს(200–მდე); ეს ჩანაწერები შევიდა ლ. აღნიაშვილის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის რეპერტუარში;1913–1919წწ. იყო ქართული ფილარმონიის გუნდის ლოტბარი; 1919–1925წწ. სიღნაღსა და თელავში მის მიერვე დაარსებული მუსიკალური სკოლების პედაგოგი(თეორიული საგნები, მუსიკის ისტორია) და 1922 წლამდე დირექტორი; თელავსა და სიღნაღში იყო ძეგლთა დაცვის განყოფილების გამგე; 1925–1939წწ. ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას საქართველოს ხელოვნების მუზეუმში; გამოაქვეყნა ქართული ხალხური სიმღერების კრებული "სალამური"(1896, თბილისი); იყო სასულიერო კონცერტების ორგანიზატორი; მოწაფეები: ნ. სულხანიშვილი, ვ. სარაჯიშვილი; ფოლკლორისტ და პედაგოგ გრიგოლ ჩხიკვაძის მამა; ლოტბარი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 541-542

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოპერების ქართულ ენაზე დამდგმელი ამხანაგობა, წევრი (1906-)
  • საისტორიო–ეთნოგრაფიული საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი
  • ქართული ფილარმონიული საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი (1905-)
  • ქართული ფილარმონიული საზოგადოების სოხუმის ფილიალი, დამაარსებელი (1919-)

გააზიარე: