The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფილიპე მახარაძე

ფილიპე მახარაძე
Date of birth:9 March, 1868
Date of death:10 December, 1941  (at 73 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, შემდგომ რევოლუციონერთა საძმო სასაფლაო (ხუდადოვის ტყე-პარკი, თბილისი)
Category:Public official, Historian, Literary scholar, Political Leader, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კარისყურე(გონებისკარი), ახლანდელი ოზურგეთის რაიონი. 

ოზურგეთის სასულიერო სასწავლების დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1891 წლიდან ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა, სადაც აქტიურად ჩაება მარქსისტული წრეების მუშაობაში. 1893 წლის დასაწყისში დააპატიმრეს, 1895 წ. პოლიციის მეთვალყურეობით გამოგზავნეს საქართველოში, სადაც განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა; 1901 წელს თბილისის საპირველმაისო დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის კვლავ დააპატიმრეს. 1903 წ. აირჩიეს რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის შემადგენლობაში. ამ პერიოდში მან ქართულად თარგმნა ლენინის ნაშრომი "სოფლის ღარიბებს", რომელიც 1905 წ. მარტში გამოსცა რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტმა.

მახარაძე 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო. ეწეოდა პარტიულ-პოლიტიკურ პროპაგანდისტულ მუშაობას, თანამშრომლობდა ლეგალურ ბოლშევიკურ პრესაში. ამ დროს იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1906 წელს გაემგზავრა ბერლინში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1907 წელს იყო გაზეთ "დროს" რედაქციისა და "თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურული ბიუროს" შემადგენლობაში. 1908 წ. გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში, მაგრამ საქართველოს პარტიულ ორგანიზაციებთან კავშირი არ გაუწყვეტია. 1911 წელს საცხოვრებლად დონბასში გადავიდა, სადაც მოწინავე მუშებთან ერთად პარტიული ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. 1913 წ. ბაქოში რედაქტორობდა  გაზეთ "ჩვენ წყაროს", მაგრამ I მსოფლიო ომის დაწყებისას კვლავ დააპატიმრეს და ყუბის მაზრაში გადაასახლეს, საიდანაც გამოიქცა და არალეგალურად განაგრძობდა მუშაობას თბილისში, ქუთაისში და სხვაგან. 1915 წელს აირჩიეს რსდმპ კავკასიის ბიუროს შემადგენლობაში. 1917 წ. იყო თბილისის საბჭოს ერთ-ერთი ორგანიზატორი. რსდმპ სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციის დელეგატი. 1917 წლის ოქტომბრიდან რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი. ამ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა "კავკაზსკი რაბოჩიში", მ. ცხაკაიასთან ერთად რედაქტორობდა ბოლშევიკურ გაზეთ "ბრძოლას". ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მონაწილეობდა თეთრგვარდიელებისაგან თერგის რესპუბლიკურ დაცვაში. იყო თერგის საბჭოს რესპუბლიკის მთავრობის წევრი. 1919 წლის თებერვალში იგი არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და განაგრძო პარტიული ორგანიზაციების აღდგენა და განმტკიცება, მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ მშრომელთა აჯანყების მომზადება. 1919 წლის ნოემბერში მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ 1920 წ. თებერვალში გაიქცა. პარტიის XII, XIII, XV-XVIII ყრილობების დელეგატი. XV ყრილობაზე აირჩიეს ცენტრალურ საკონტროლო კომისიის წევრად. იყო კომინტერნის II კონგრესის (1920) დელეგატი. მახარაძე ცნობილია, როგორც პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. აქვს შრომები საერთაშორისო რევოლუციურ მოძრაობაზე. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართულ ლიტერატურას. ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა დაიწყო 90-იან წლებში (წერილები: "კრიტიკული განხილვა", 1896, "ხალხური პოეზია და ბატონი მელიტონ კელენჯერიძე", 1897 და სხვა). მასვე ეკუთვნის ნაშრომები: "დანიელ ჭონქაძე და მისი დრო" (1904, 1929), "ეგნატე ნინოშვილის დრო, ცხოვრება და შემოქმედება"(1930), "მაქსიმ გორკი"(1932), "მხცოვანი მწერალი ვასილ ბარნოვი"(1934) და სხვა. აღსანიშნავია მისი მოხსენებები საქართველოს მწერალთა I (1926) და II (1928) ყრილობებზე. საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, ლიტერატორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.516

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სფსრ სახელმწიფო საგეგმო კომისია, თავმჯდომარე
  • ამიერკავკასიის სფსრ ცაკი, თავმჯდომარე
  • საქართველოს რევოლუციური კომიტეტი(რევკომი) , თავმჯდომარე
  • საქართველოს სსრ სახკომის საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს სსრ უმაღლესი პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1938-)
  • საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი(ცაკი), თავმჯდომარე (1922-)
  • სკკპ, წევრი (1903-)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, თავმჯდომარის მოადგილე

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: