The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კანანაძე

ალექსანდრე კანანაძე
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1999  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაგანკოვის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კროპოტკინი, რუსეთი.

დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ტექნიკუმი 1937 წელს; დაამთავრა უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასსწავლებელი 1941 წელს.

მუშაობდა ამიერკავკასიის თბილისის სამმართველოში. დიდი სამამულო ომის დაწყების წინ შავი ზღვის ფლოტში სატორპედო კატერს მეთაურობდა. 1941 წლის დეკემბრიდან ჩაება ბრძოლებში. მონაწილეობდა მისხაკოს, ანაპისა და მარილიანი ტბების სადესანტო ოპერაციებში. თავი გამოიჩინა ტამანისა და ქერჩის ნახევარკუნძულების, ნოვორასიისკის, იალტის, ოდესის და სხვ. ქალაქების განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. ომის შემდეგ კვლავ სამხედრო სამსახურში იყო. I რანგის კაპიტანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 362

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (4 ორდენი)
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: