შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან ჩხიკვიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუთური, ოზურგეთის რაიონი. 1921–1922წწ. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. სწავლის პერიოდში მღეროდა საქართველოს პროფესიული საბჭოს შრომის სასახლესთან არსებულ გუნდში; 1926 წლიდან იყო ბათუმის ქართული და რუსული სკოლების სიმღერის მასწავლებელი; იმავე წლიდან აჭარის აკადემიური გუნდის მომღერალი, 1938 წლიდან ხელმძღვანელი; 1946 წელს დააარსა აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკალური ფოლკლორის შეგროვება–დამუშავების საქმეში; აღზარდა მრავალი მოწაფე (გუნდის მომღერალი); ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 542 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |