The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ფოფხაძე

ნუგზარ ფოფხაძე
დაბადების თარიღი:1942  (82 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1966 წელს; მოსკოვის საზოგადოებრივი მეცნიერებათა აკადემია 1981 წელს.

1979-1986წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი; საქტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე; 1986-1987წწ. საქართველოს კპ ცკ-ის პროპაგანდის განყოფილების გამგე; 1987-1988წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი; 1988-1989წწ. საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი; 1995 წლიდან თბილისში გაზეთ "სამშობლო-ფორტეს" მთავარი რედაქტორი, ამავე დროს ედუარდ შევარდნაძის ფონდის "დემოკრატია და აღორძინების" პრეზიდენტი, მისი რეორგანიზაციის შემდეგ (2000 წელს) - სტრატეგიული კვლევისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ინსტიტუტის "დემოკრატია და აღორძინების" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 1999 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1985).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.875

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: