შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლარისა ჩხიკვიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1972 წელს. პედაგოგის კვალიფიკაცია მიიღო ნ. ზოლოტოვას, ნ. სილვანოვიჩის ხელმძღვანელობით; 1972 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1995 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; ქართული რეპერტუარი: ნიმფა (ს. ცინცაძე "ანტიკური ესკიზები"), ზაფხული (ვივალდი "წელიწადის დრონი"), დუეტი ("თემა ვარიაციებით"); სხვა რეპერტუარი: ლიზა (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), ჟიზელი, პა–დე–ტრუა (ადანი "ჟიზელი"), ჩელიტა, მეგობარი, ნიკია (მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), პა–დე–ტრუა, მაშა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), პასკუალა (კრეინი "ლაურენსია"), ოცნება (გერშვინი–ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), შეჰერეზადა (რიმსკი–კორსაკოვი "ათას ერთი ღამე"), მუმე (ხაჩატურიანი "გაიანე"), პა–დე–დე(ჩაიკოვსკი–ბალანჩინი), სოლო (ბალანჩინი "სერენადა"), პა–დე–კატრ (პუნი), ადაჯიო ("სიმფონიური ცეკვები"), სოლო (მოცარტი "სამშვენისები"), პრელუდი, ვალსი N7 (შოპენი "შოპენიანა"); გასტროლები: იაპონია, ესპანეთი, საფრანგეთი, მალტა, თურქეთი, ვიეტნამი (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად). 2055 წელს მიენიჭა საქართველოს "საუკეთესო პედაგოგის" წოდება. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 542; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.324 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |