The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან კანდელაკი

ვალერიან კანდელაკი
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1881
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1944  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გამოჩინებული, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა იალტის (ყირიმი) ნიკიტის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელი 1903 წელს.

1891-1892 წლებში  სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1903 წელს იწყებს პრაქტიკას იალტის სკოლის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა სარდაფში; შემდეგ ეწყობა მეღვინედ "მაგარაჩის" მახლობლად მდებარე "სულთამ" მამულის სარდაფში, სადაც იმ დროს მუშაობდა მისი ძმა ევგენი, რომელსაც ასევე დამთავრებული ჰქონდა ნიკიტის სასწავლებელი. ვ. კანდელაკმა, ე. კანდელაკმა და ნ. სმირნოვმა 1916 წელს ერთად დაარსეს ღვინის კომპანია "ვ. ა. კანდელაკი და კომპანია", სადაც ღვინოსთან ერთად მზადდებოდა საფირმო შამპანური სახელწოდებით "ზანდო". არის ავტორი მრავალი ქართული ღვინისა მათ შორის სუფრის სამარკო ღვინოების: "მანავის მწვანე",  "ყვარელი 50", იკემის ტიპის - "მჭკნარა", "მოტკბო". აგრეთვე შექმნა პორტვეინის ტიპის ღვინოები "საამო", "კარდანახი", მადერის ტიპის ღვინო "ანაგა", ლიქიორის ტიპის ღვინო "სალხინო", უნგრული ტოკაის ტიპის ღვინო "ხიხვი" (იგივე ჯანანური), სადესერტო "აფხაზეთის თაიგული" და სხვ. მის მიერ შექმნილ ღვინოებს მსოფლიო დეგუსტაციებზე მიღებული აქვთ მრავალი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც მიმართულება მისცა მეღვინეობის განვითარებას საქართველოში.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 364; საქართველოს მეღვინეები: nplg.gov.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 512

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: