შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ თავართქილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვენობანი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს. 1939 წელს მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის კურსების დამთავრების შემდგომ დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში ერთერთი დივიზიის ოპერატიული ნაწილის უფროსად. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მეთაურობდა 76-ე მსროლელ დივიზიას (1942 წლიდან–51-ე გვარდიის მსროლელი დივიზია), 1943–1945 წლებში 23-ე გვარდიის მსროლელ კორპუსს. მონაწილეობდა სტალინგრადის, ორიოლ-კურსკის ბრძოლებში, იბრძოდა უკრაინის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის განთავისუფლებისათვის. 1945 წლიდან იყო საჰაერო სადესანტო კორპუსის მეთაური. 1954 წელს დაამთავრა საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის აკადემიის კურსები. 1958 წლიდან თადარიგში იყო. ნიკოლოზ თავართქილაძე არის ომის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებისა და კინოსცენარების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები. საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1942). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.425 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |