The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ თავართქილაძე

ნიკოლოზ თავართქილაძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:29 იანვარი, 1989  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვენობანი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს.

1939 წელს მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის კურსების დამთავრების შემდგომ დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში ერთერთი დივიზიის ოპერატიული ნაწილის უფროსად. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მეთაურობდა 76-ე მსროლელ დივიზიას (1942 წლიდან–51-ე გვარდიის მსროლელი დივიზია), 1943–1945 წლებში 23-ე გვარდიის მსროლელ კორპუსს. მონაწილეობდა სტალინგრადის, ორიოლ-კურსკის ბრძოლებში, იბრძოდა უკრაინის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის განთავისუფლებისათვის. 1945 წლიდან იყო საჰაერო სადესანტო კორპუსის მეთაური. 1954 წელს დაამთავრა საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის აკადემიის კურსები. 1958 წლიდან თადარიგში იყო. ნიკოლოზ თავართქილაძე არის ომის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებისა და კინოსცენარების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები. საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1942).

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.425

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სუვოროვის მეორე ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: