შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხეთი, ჩოხატაურის რაიონი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904–1905) ომში. 1913 წელს მსახურობდა კავკასიის მსროლელთა პოლკში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–1918), სადაც დაიჭრა; 1918–1921 წლებში იყო ქართულ ჯარში. მსახურობდა სამხედრო სამინისტროში, მეთაურობდა ქართულ ლეგიონს. თავი გამოიჩინა საქართველო-სომხეთის 1918 წლის ომის დროს. მიღებული აქვს წმინდა გიორგის ოქროს იარაღი (1918). 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა საფრანგეთში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1921). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. -გვ.426; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველიგენერლები.-თბ., 2015.-გვ.33; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |