The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ფანჩულიძე

ივანე ფანჩულიძე
Date of birth:1759
Date of death:9 January, 1815  (at 56 years)
Category:Military Person

Biography

1787 წელს მონაწილეობს ყირიმის ომში. 1789-1791წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში ოჩაკოვის ციხესიმაგრის აღების დროს გამოჩენილი გმირობისათვის ოქროს საგანგებო ნიშნით დაჯილდოვდა. 1794 წელს, პოლონური ესკადრონის დატყვევებისათვის აიყვანეს პრემიერ-მაიორის ხარისხში. 1796 წელს მონაწილეობდა სპარსეთზე ლაშქრობაში. 1799 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1803 წელს დაინიშნა ტვერის დრაგუნთა პოლკის მეთაურად, ხოლო 1805 წელს ჩერნიგოვის დრაგუნთა პოლკის მეთაურად. 1805 წლის კამპანიაში იბრძოდა ფრანგების წინააღმდეგ ამშტეტტენთან, შენგრაბენთან. აუსტერლიცთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1809 წელს მეთაურობდა ხუთიათასიან რაზმს ანაპის ციხესიმაგრის აღების დროს. 1810 წელს მონაწილეობდა ტრაპიზონის საზღვაო ექსპედიციაში. 1812 წელს იბრძოდა ბოროდინოში - იყო ოთხი პოლკის მეთაური. აქტიურად მონაწილეობდა 1813-1814 წწ. რუსული არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობებში. რისთვისაც უცხოური საბრძოლო ორდენები მიიღო. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1813). იბრძოდა რეიხენბახში, კაცბახში, 1814 წელს მონაწილეობდა მაინცის ბლოკადაში, ბრძოლებში რეიმსთან, ფერ-შამპენუაზთან, პარიზის აღებაში. ივანე ფანჩულიძე - ქართული თავადაზნაურული საგვარეულოს წარმომადგენელი, სამხედრო მოღვაწე, რომელიც მთელი თავისი შგნებით რუსული იმპერიის სამსახურში იდგა იყო ვახტანგ მეექვსის ამალის წევრის, დავით ფანჩულიძის ვაჟი და მომავალი გუბერნატორის, ალექსი და სიმონ ფანჩულიძეების ძმა. 1774 წელს სამხედრო სამსახურში შევიდა. 1786 წელს კაპიტანია კინბურნის დრაგუნთა პოლკში. გამოჩენილი მხედართმთავარი, ანტინაპოლეონის, სამამულო ომების, სპარსეთის ლაშქრობის მონაწილე, ჩერნიგოვის პოლკის ბრიგადის მეთაური, ბოროდინოს ბრძოლაში იყო პეტრე ბაგრატიონის ავანგარში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: .10-თბ., 1986.-გვ.219; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.158

Awards and Honors

  • 1813 - წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
    კრასნისთან გამოჩენილი სიმამაცსა და თავდადებისთვის
  • 1813 - წმინდა გიორგის ორდენი
    ფრანგული ლაშქრის წინააღმდეგ გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და გმირობისათვის
  • 1812 - წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
    სამამულო ომში წარმატებით ჩატარებული ბრძოლებისათვის
  • 1809 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
    ანაპის ციხესიმაგრის აღებისათვის
  • 1794 - პრემიერ-მაიორის ხარისხში
    პოლონური ესკადრონის დატყვევებისათვის
  • 1788 - სეკუნდ-მაიორის წოდებით
    ოჩაკოვის შტურმში თავის გამოჩენისთვის

Share: