The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თავაძე

გიორგი თავაძე
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1990 წელს (რ. სტურუას შემოქმედებითი სახელოსნო).

1999–2000 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ხოლო 2001–2006 წლებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი, 2006–2013 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გიორგი თავაძის დადგმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში: ი. სამსონაძის "იქ სადაც ღვარად მოედინება" და "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" (ამავე სპექტაკლის დადგმა ბათუმის თეატრში აღინიშნა წლის საუკეთესო რეჟისორის დიპლომით), თ. ჭილაძის "ნახვის დღე" (რ. სტურუასთან ერთად), ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში - ვ. სიხარულიძის "გარეუბნის მარტოსახლი", სამეფო უბნის თეატრში (რომლის ერთერთი დამფუძნებელიცაა) - ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი", ბათუმის დრამატულ თეატრში – ი. სამსონაძის "საღამოს ბაღში, როგორც სიზმარში", თ. ჭილაძის "ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო" (ვ. ბერიძესთან ერთად). ბათუმის მუსიკალური ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა საოპერო თეატრში დადგა საოპერო სპექტაკლი ვ. ბელინის "მონტეგები და კაპულეტები".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.426

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - იუსუფ კობალაძის სახელობის პრემია
  • 2010 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
    ბათუმის თეატრში წარმატებით განხორციელებული სპექტაკლებისთვის
  • 2008 - ლვოვის საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს ლომი"
  • 2005 - სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
    სპექტაკლისათვის "ნუგზარი და მეფისტოფელი"
  • კულტურის საერთაშორისო ბაზრობა "კავკასია 2007", საპატიო დიპლომი, რეგიონის საუკეთესო რეჟისორის სერტიფიკატი სპექტაკლისთვის "ნუგზარი და მეფისტოფელი"

გააზიარე: