The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით თავაძე

დავით თავაძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1916
გარდაცვ. თარიღი:20 ივნისი, 1979  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლეჩკოპის სასაფლაო, სოხუმი
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის აეროკლუბი 1936 წელს.

1938 წელს გაიწვიეს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგაზე, ტამანის ნახევარკუნძულზე, ნოვოროსიისკთან, იალტასთან, ფეოდოსიასთან, სევასტოპოლთან. საჰაერო ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (მისი ხელმძღვანელობით ესკადრილიამ განახორციელა 1227 საბრძოლო გაფრენა). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები. საბჭოთა კავშირის გმირი (19. VIII. 1944). მაიორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.427; geonecropol.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი

გააზიარე: