The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ფანცხავა

დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:15 დეკემბერი, 1979  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

1934 წელს იყო თბილისის ს. კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტის დოცენტი, ხოლო შემდეგ ამავე ინსტიტუტში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე. 1961 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის გამგედ. მისი მეცნიერული შრომები ეძღვნება საქართველოში გვიანდელი ფეოდალიზმის აგრარული ურთიერთობის კვლევას, კ. მარქსის ეკონომიკის მოძღვრების შესწავლას. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.219

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: