The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აჰმედ ოზქანი

აჰმედ ოზქანი
Legal name:აჰმედ მელაშვილი
Date of birth:10 June, 1922
Date of death:5 July, 1980  (at 58 years)
Burial location:სოფელი ჰაირიე (ინეგოლი)
Category:Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქოჩბაირი, გონენის რაიონი(ბალიქესირის მხარე, თურქეთი).  

XX საუკუნის ქართველი კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ. ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი. მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებმა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, გააცნობიერეს რა ეთნიკური ასიმილაციის საფრთხე, დაიწყეს მოძრაობა ქართული იდენტობის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის. შექმნეს "ქართული დედაენა" და ჟურნალი "ჩვენებურები"; ინტენსიურად დაიწყეს საუბარი თავიანთი ქართული წარმომავლობის შესახებ. ამ მოძრაობის სათავეში ედგა ცენტრალურ თურქეთში  მცხოვრები ახმედ მელაშვილი-ოზქანი. 

დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი 1962 წელს და დასახლდა თურქეთის პატარა ქართულ სოფელ ჰაირიეში, სადაც დაქორწინდა და ტურისტული საზოგადოება დააფუძნა. შემდეგ არქიტექტორადაც მუშაობდა. მისი მთავარი საქმიანობა კი მაინც ადგილობრივ ქართულ თემებში - "ჩვენებურებში" - ქართული იდეის პოპულარიზაცია იყო. მის წიგნს საქართველოზე Gürcüstan (1968) დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თურქეთის მთავრობამ წიგნი აკრძალა. საქმე სასამართლომდე მივიდა, მაგრამ ოზქანი გაამართლეს. ამის შემდეგ, 1970-იან წლებში, მან ორჯერ იმოგზაურა საქართველოში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ იგი თარგმნიდა და აქვეყნებდა ქართველ კლასიკოს მწერლებს, სტატიებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. მის მიერ 1972 წელს დაარსებული ჟურნალი Çveneburi დღემდე რჩება თურქეთის ქართული დიასპორის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ პერიოდულ გამოცემად. მას ზოგჯერ "თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძეს" უწოდებდნენ. 1980 წლის 5 ივლისს ქალაქ ბურსაში, ოზქანი თურქული ულტრა-ნაციონალისტური დაჯგუფების "რუხი მგლების" აქტივისტებმა მოკლეს. ოზქანი საქმიანობას სათავეში მისი ვაჟი, იბერია, ჩაუდგა. მის საფლავს ამშვენებს წარწერა თურქულად და ქართულად: "მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის". საზოგადო მოღვაწე.

წყარო: თურქეთელი ქართველების პირველი ვებ გვერდი: chveneburi.net


Share: