შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ცარგუში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აჭანდარა, გუდაუთის რაიონი. დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1963 წელს(საგუნდო–სადირიჟორო), სწავლობდა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში(საგუნდო–სადირიჟორო). მუშაობდა მხატვრული თვითმოქმედების, სარაიონო კულტურის სახლების კოლექტივებსა და სკოლის გუნდებში; 1958–1962წწ. იყო სოფელ აჭანდარას, 1962–1963წწ. სოხუმის ნესტორ ლაკობას სახელობის სკოლის გუნდების ლოტბარი; 1963 წლიდან აფხაზეთის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ჯერ დირიჟორ–ქორმაისტერი, 1968 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი, 1977–1981წწ. ლოტბარი; იყო აფხაზეთის ფილარმონიის დირექტორი; თხზულებები: კანტატები – "ეფრებ ეშბა", "ოქტომბერი"; სიმღერები: "აფსნი", "ლენინზე", "კომკავშირლებო, წინ", "კავკასიის დამცველებს", "დაგეძებ", "სიმღერა მეგობრობაზე"; აფხაზური ხალხური სიმღერების გადამუშავება: "კურიჩის ქალიშვილი", "სიმღერა დაჭრილზე", "მხედრული", "დალსკის ახალგაზრდული", "ჩლოუს შრომითი", "ფშკიაჩ–იპა–მანჩა", "ნანიკარა"; აფხაზი ქორმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 544 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |