შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ფხაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1981 წელს. სსრკ ველოსპორტის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი სპრინტში (1965, სან-სებასტიანი); სამი ოლიმპიადის მონაწილე (მიუნხენის ოლიმპიური თამაშები, მესამე პრიზიორი, 1972); მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი (1965-1967); მსოფლიო ჩემპიონატი, ბრინჯაოს მედალი (1966); მსოფლიო ჩემპიონატი, ვერცხლის მედალი (1969); სსრკ ათგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი (1963, 1964, 1965, 1969); 1966-1970წწ. მოპოვებული აქვს გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის დიდი პრიზები; მონაწილეობდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში "ხარება და გოგია" (1987), ხარებას როლში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მწვრთნელი - გურამ ჯოხაძე; 2000 წელს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს ომარ ფხაკაძის სახელი მიენიჭა; სპორტის სახეობა - ველოსპორტი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.879 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |