შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მემნონ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაბოსლევი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1930 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც 1943-1954 წლებში ხელმძღვანელობდა ინფექციურ სნეულებათა კათედრას; 1954-1957 წლებში შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას, ხოლო 1957-1972 წლებში საფაკულტეტო თერაპიის კათედრას. მ. კანდელაკი სწავლობდა სამხარეო პათოლოგიას, ახალი სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას; გულსისხძარღვთა სისტემის დაავადებათა კლინიკას, მკურნალობას და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 364; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 515 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |