შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1963 წელს; სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის აკადემია 1985 წელს. 1960-1985წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1960-1972წწ. თბილისის ქარხანა "ელექტროავტომატის" ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა კოორდინაციის სახელმწიფო კომიტეტის სწავლული მდივანი, რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების გამგე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი; 1973-1985წწ. საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კპ თბილისის ორგანიზაციის კალინინის სახ. რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების გამგე; 1986-1992წწ. იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1992 წლიდან მთავარი რედაქტორია; მრავალჯერ იყო არჩეული საქართველოს და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.885; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 308 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |