The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ საყვარელიძე

ავთანდილ საყვარელიძე
Date of birth:6 August, 1937  (86 years)
Category:Economist, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1963 წელს; სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის აკადემია 1985 წელს.

1960-1985წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1960-1972წწ. თბილისის ქარხანა "ელექტროავტომატის" ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა კოორდინაციის სახელმწიფო კომიტეტის სწავლული მდივანი, რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების გამგე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი; 1973-1985წწ. საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კპ თბილისის ორგანიზაციის კალინინის სახ. რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების გამგე; 1986-1992წწ. იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1992 წლიდან მთავარი რედაქტორია; მრავალჯერ იყო არჩეული საქართველოს და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.885; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 308

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერებოს კომისია, წევრი (1990-1991)

Share: