The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ბენაშვილი

გურამ ბენაშვილი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1974 წლიდან მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1996 წლიდან იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ხოლო 1997 წლიდან - ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1996 წელს აირჩიეს თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრის გამგედ; ხელმძღვანელობს საქართველოს მწერალთა კავშირის კრიტიკისა და პუბლიცისტიკის სექციას; 2000 წლიდან არის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; მისი პირველი ლიტერატურული წერილი "ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებითი ევოლუცია" 1972 წელს დაიბეჭდა; 1986 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "წყურვილი წვდომისა"; მასვე ეკუთვნის "ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები" (1989), "რანი იყვნენ და რანი არიან" (1991); მისი ლიტერატურული გამოკვლევების არეალი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ ლიტერატურას, ისე XX საუკუნის თვალსაჩინო მწერალთა შემოქმედებას; ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.886; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.134

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: