The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ კანდელაკი

სიმონ კანდელაკი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1966  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი. 

დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს.

1921-1938 წლებში იყო ს. ვირსალაძის სახელობის ტროფიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1930-1942 წლებში ხელმძღვანელობდა ტროფიკულ სნეულობათა კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო 1935-1938 წლებში ამავე კათედრას (შეთავსებით) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; ს. კანდელაკი ძირითადად სწავლობდა ტროფიკული მედიცინის პრობლემებს: დაასაბუთა მალარიასთან ბრძოლაში ზოოპროფილაქტიკის წამყვანი როლი; შემოიღო სპლენომეტრიის ორიგინალური მეთოდი; სსრკ-ში პირველმა ეფექტურად გამოიყენა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსური მეთოდი; საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ლეიშმანიოზის ნოზოგეოგრაფიას; აღმოაჩინა ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანის ახალი სახეობა, აგრეთვე ამიერკავკასიის ტკიპისმიერი სპიროქეტოზი და მისი გამომწვევი სპიროქეტა, რომლებსაც ს. კანდელაკის სახელი ეწოდა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936). პარაზიტოლოგი (მალარიოლოგი). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 365; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.621-623

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: