The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ციმაკურიძე

იოსებ ციმაკურიძე
Date of birth:7 November, 1916  (108 years)
Date of death:19??
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი.

ცეკვა შეასწავლა ჯ. ბაგრატიონმა, კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1935–1938 წლებში იყო აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ლოტბარი ა. კავსაძე, ქორეოგრაფი ი. სუხიშვილი). 1937 წელს ამ კოლექტივთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ საქართველოს ხელოვნების დეკადაზე. 1936 წლიდან ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს. 1938-1945 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში სოლისტ-მოცეკვავედ. 1938–1945 წლებში საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (ხელმძღვანელები ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი) წევრი. 1950–1961 წლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი და მოცეკვავე. როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი თანამშრომლობდა სხვადასხვა დრამატულ თეატრებთან. ქორეოგრაფიული დადგმების ავტორია ცეკვებისა: სვერდლოვსკის მუს-კომედიის თეატრში "ჭრიჭინა", ა. კერესელიძის "ჯაზომანია", ვ. აბაშიძის დრამატულ თეატრში დადგმულ "არშინ მალ ალანი", "აფხაზური საქორწინო", "პარტიზანული", "აფხაზური", "პაემანი", "ქალ-ვაჟთა სატრფიალო". მიღებული აქვს სიგელები და ლაურეატის წოდებები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 546; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.139

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1954 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: