შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ქველიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1965 წელს. სსრკ და ევროპის მრავალგზის რეკორდსმენი; XVIII ოლიმპიური თამაშების (1964, ტოკიო) ვერცხლის პრიზიორი; გაიმარჯვა მრავალ საერთაშორისო შეჯიბრებაში; საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი; ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციის წევრი; მწვრთნელები - თენგიზ ხერხეულიძე, გიორგი ბექთაშევი; 1969-1973წწ. მუშაობდა სპორტულ-ადმინისტრაციულ ორგანოებში; 1976-1986წწ. იყო საქართველოს სპორტული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში კათედრის გამგე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სპორტის სახეობა: ტყვიით სროლა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.895; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |