The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ქაჯაია

დავით ქაჯაია
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1997  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გვაზაური, ხონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1936 წელს.

1940-1954წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში; 1966 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის სამშენებლო-საინჟინრო კათედრის გამგე; მის მიერ დაპროექტებული ობიექტებიდან აღსანიშნავია: სასტუმრო "ივერია" (1967); სასტუმრო "აჭარა" (1980), თბილისის სპორტის სასახლე, ქ. კრასნოიარსკის ცირკის გუმბათი, ბათუმის დელფინარიუმი და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია სასტუმრო "ივერიის" პროექტირებისათვის (1967), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია სასტუმრო "აჭარის" პროექტირებისათვის (1980)კონსტრუქტორი; პროფესორი (1976).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.894; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.561

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: