The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ქოიავა

ნიკოლოზ ქოიავა
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1967  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი 1917 წელს.

1919 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1920-1923წწ. იყო გერმანიაში პროფესორობისათვის მოსამზადებლად; 1937-1967წწ. ხელმძღვანელობდა ფინანსებისა და კრედიტის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1945-1952წწ., 1957-1960წწ. და 1966-1967წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი; 1961-1964წწ.  უნივერსიტეტის პრორექტორი; მისი შრომები ეხება ეკონომიური თეორიის, ფულის მიმოქცევის, კრედიტისა და ფინანსების საკითხებს; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1942); პროფესორი (1933).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.897

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: