შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტი 1934 წელს. 1938 წლიდან იყო საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი აგიტაციისა და პროპაგანდის დარგში, 1943–1946წწ. საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარი, 1946–1949წწ. სსრკ საელჩოს პირველი მდივანი პარიზში, 1951–1953წწ. სსრკ ელჩი სირიასა და ლიბანში, 1953–1955წწ. სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის განყოფილების გამგე, 1955–1973წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რექტორი. იკვლევდა მატერიალური დიალექტიკისა და მარქსისტული ესთეტიკის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.427 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |